16:39 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 16:00:34, 1037 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს

რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მათ „მიიღეს წერილობითი გარანტიები უკრაინისგან, რომ არ გამოიყენონ მარცვლეულის დერეფანი საბრძოლო მოქმედებებისთვის“.

„მარცვლეულის გარიგებაში“ რუსეთის მონაწილეობის აღდგენა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც დაადასტურა.

„გაეროს მონაწილეობისა და თურქეთის დახმარების წყალობით, შესაძლებელი გახდა უკრაინისგან საჭირო წერილობითი გარანტიების რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად უკრაინის პორტების გამოუყენებლობის შესახებ“,- აღნიშნულია განცხადებაში.

Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პირადად დაურეკა თავის თურქ კოლეგას "ოპერაციების დაწყების გამოცხადებისთვის".

შეგახსენებთ, რომ შაბათს, 29 ოქტომბერს, აფეთქებები გაისმა სევასტოპოლის ყურეში , დროებით ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა.

მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ შავი ზღვის ფლოტის გემებზე „შეტევების“ გამო, რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას ტოვებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებას პროგნოზირებადი უწოდა და მსოფლიოს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა
5 ივლისს „თეგეტა მოტორსში“ გაორმაგების დღეა
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics