15:12 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-01 20:41:36, 1715 ნახვა

ომი უკრაინაში
მობილიზაციის დაწყებიდან დღემდე 101 რუსი გაწვეული მოკვდა

21 სექტემბრის შემდეგ, როდესაც რუსეთში "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოცხადდა, სამობილიზაციო კამპანიის ფარგლებში ჯარში გაწვეული სულ მცირე 101 ადამიანი დაიღუპა. ასეთ მონაცემებს Novaya Gazeta ავრცელებს.  გამოცემამ შეისწავლა ხელისუფლების ინფორმაცია, ასევე მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შეტყობინებები.

ჟურნალისტების შეფასებით, მობილიზებულთაგან 23 დაიღუპა არა ფრონტზე, არამედ სამხედრო წვრთნის დროს. გარდაცვალების მიზეზი იყო ჩხუბი, ალკოჰოლი, ნარკოტიკი, თვითმკვლელობა და უბედური შემთხვევები“, - წერს გაზეთი.

დაღუპულთა ყველაზე მეტი რაოდენობა რეგიონების მიხედვით: 22 სვერდლოვსკის რეგიონიდან, 13 ჩელიაბინსკის რეგიონიდან, ცხრა ვოლგოგრადის რეგიონიდან, რვა კრასნოიარსკის რეგიონიდან და შვიდი როსტოვის რეგიონიდან.

მანამდე მედიაზონას და BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტებმა, რომლებიც მოხალისეთა გუნდთან ერთად ითვლიან რუსეთის საბრძოლო დანაკარგებს უკრაინის ომში, განაცხადეს, რომ მინიმუმ 41 მობილიზებული ჯარისკაცი დაიღუპა 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე თვეში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics