16:39 - 03 Jul, 2026
|
2022-11-01 13:40:00, 1561 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთში მიგრანტების ნავი ჩაიძირა - უგზო-უკვლოდ დაკარგულ ათობით ადამიანს ეძებენ
საბერძნეთში, ევიასა და ანდროს კუნძულებს შორის, ღამით თურქეთიდან შესული მიგრანტების ნავი ჩაიძირა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნავზე, დაახლოებით, 68 ადამიანი იმყოფებოდა. სანაპირო დაცვა აცხადებს, რომ ჯერჯერობით მხოლოდ 9 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ისინი საბერძნეთის დედაქალაქის აღმოსავლეთით მდებარე დაუსახლებელ კლდოვან კუნძულზე იპოვეს. უგზო-უკვლოდ დაკარგული ათობით მიგრანტის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. სანაპირო დაცვის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ვერტმფრენი, სანაპირო დაცვის საპატრულო კატარღა და ორი გემი მონაწილეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)