11:56 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-27 09:15:55, 835 ნახვა

პოლიტიკა
ნედ პრაისი - დემოკრატიის უკუსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან აშორებს და ასუსტებს

საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან აშორებს და ქვეყნის დემოკრატიას ასუსტებს,- ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრაისის თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

"ჩვენ ღია ვართ საქართველოს მთავრობასთან დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების აუცილებლობის შესახებ. დემოკრატიის უკუსვლა, რომელიც ჩვენ დავინახეთ და რომელზეც ბოლო დღეებში ვისაუბრეთ, საქართველოს მის გაცხადებულ მიზანს - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - აშორებს, თუმცა რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის ასუსტებს ქვეყნის დემოკრატიას. დემოკრატიას, რომლის მიღწევისკენაც ქართველი ხალხი ასე აშკარად ისწრაფვის. 

ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ გზაზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და მზად ვართ ამაში დავეხმაროთ", - განაცხადა პრაისმა.

მისივე თქმით, მიუხედავად "ზოგიერთი ქართული პოლიტიკური ელიტის მხრიდან ბოლოდროინდელი დამაზიანებელი რიტორიკისა", აშშ მაინც რჩება საქართველოს პარტნიორად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics