16:39 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-26 11:12:34, 730 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით მესტიაში სასტუმრო სანსეტ ტერასა გაიხსნა

ბაზისბანკის, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებლის მიერ განხორციელებული ინვესტიციით და სასტუმრო ინდუსტრიის განვითრების პროგრამა „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში, მესტიაში კიდევ ერთი ახალი, 16 ნომრიანი სასტუმრო - სანსეტ ტერასა აშენდა.

პროექტის ჯამური ღირებულება 1.7 მილიონი ლარია, ხოლო ბაზისბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიონ ლარამდე შეადგინა.

სასტუმრო, კომფორტულ და მყუდრო გარემოში დასვენებას, სვანური ეთნო კერძების დაგემოვნებას და მესტიის რეგიონის გაცნობით ტურებს სთავაზობს დამსვენებლებს.  სასტუმროდან  ულამაზესი ხედები იშლება თეთნულდზე და ისტორიულ სვანურ კოშკებზე. სანსეტ ტერასა გათვლილია როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებზე. სასტუმროში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

„ბაზისბანკს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სვანეთის რეგიონში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან წარმატებული კერძო სექტორი,  ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარი წინაპირობაა. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ კიდევ ერთი წარმატებული ქართული პროექტის განხორციელების თანამონაწილეები ვართ.“ - განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics