19:38 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-25 18:47:16, 1543 ნახვა

ომი უკრაინაში
დანილოვი კადიროვს - რუსეთი თუ ახლა არ განადგურდება, ჩეჩენი ბავშვების დასახოცად დაბრუნდება

რუსეთი თუ ახლა არ განადგურდება, ჩეჩენი ბავშვების დასახოცად დაბრუნდება. - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა, რამზან კადიროვის მისამართით განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ გვიანი არ არის, დატოვონ უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლონ.

"სანამ გვიანი არ არის, დატოვეთ უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლეთ - ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ რუსეთი მეორედ არ მოსპობს ქალაქ ჯოხარს (გროზნოს) დედამიწიდან. თუ რუსეთის ფედერაცია არ განადგურდება, ჯარისკაცები ჩეჩენი ქალებისა და ბავშვების დასახოცად დაბრუნდებიან. არ დაგვიწყებიათ ხო". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics