19:38 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-25 18:03:26, 1206 ნახვა

ომი უკრაინაში
სუნაკი - პუტინის ომმა უკრაინაში მთელ მსოფლიოში ენერგეტიკული ბაზრებისა და მიწოდების ქსელების დესტაბილიზაცია მოახდინა

პუტინის ომმა უკრაინაში მთელ მსოფლიოში ენერგეტიკული ბაზრებისა და მიწოდების ქსელების დესტაბილიზაცია მოახდინა.- ამის შესახებ ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის დღის წესრიგად ეკონომიკურ სტაბილურობასა და ნდობა გახდის.

„სწორია იმის ახსნა, თუ რატომ ვდგავარ აქ, როგორც თქვენი ახალი პრემიერ-მინისტრი. ამჟამად ჩვენი ქვეყანა ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას. კოვიდის შედეგები ჯერ კიდევ გრძელდება. პუტინის ომმა უკრაინაში მთელ მსოფლიოში ენერგეტიკული ბაზრებისა და მიწოდების ქსელების დესტაბილიზაცია მოახდინა.

ამ მთავრობის დღის წესრიგის ცენტრში დავდებ ეკონომიკურ სტაბილურობასა და ნდობას. ეს ნიშნავს რთულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ თქვენ დამინახეთ კოვიდის დროს, ვაკეთებდი ყველაფერს, რაც შემეძლო ხალხისა და ბიზნესის დასაცავად“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics