21:12 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-21 19:16:02, 1681 ნახვა

ომი უკრაინაში
ლაიენი - ევროკავშირი მომავალ წელს უკრაინის დასახმარებლად 18 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს

ევროკავშირი 2023 წელს უკრაინას ყოველთვიურად 1.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს.- ამის შესახებ ბრიუსელში გამართული სამიტის დასრულებისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რომ ჰქონდეს პროგნოზირებადი და სტაბილური შემოსავალი.

"ევროკავშირი 2023 წელს უკრაინას ყოველთვიურად 1.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რომ ჰქონდეს პროგნოზირებადი და სტაბილური შემოსავალი, ასევე განვიხილავთ, როგორ დაეხმაროს უკრაინას წყლის, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაში". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის მასობრივი დაბომბვა დაიწყო.

17 ოქტომბერს რუსეთი კიევს კამიკაძეე დრონებით დაესხა თავს, რისშედეგადაც ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

18 ოქტომბერს, რუსეთმა უკრაინაში რამდენიმე ქალაქი დაბომბა, მათ შორის, კიევი, ხარკივი, ნიკოლაივი დაჟიტომირი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics