22:48 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-18 19:03:58, 1764 ნახვა

ომი უკრაინაში
ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი „ტერორისტულ რეჟიმად“ გამოაცხადა

ესტონეთის პარლამენტმა, სამშაბათს რუსეთი "ტერორისტულ რეჟიმად" და "ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ" გამოაცხადა უკრაინაში ომის გამო.

„უკრაინის პარლამენტის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მოწოდების მხარდაჭერით, ჩვენი პარლქმენტი აცხადებს რუსეთის რეჟიმს ტერორისტულ რეჟიმად, ხოლო რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ, რომლის ქმედებებსაც ერთად უნდა დავუპირისპირდეთ“, - ნათქვამია ესტონეთის პარლამენტის თავჯდომარის განცხადებაში.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ვაგნერის დაქირავებულ მებრძოლებს, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების შეიარაღებულ ძალებს ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბირთვულმა საფრთხეებმა „რუსეთი გადააქცია მშვიდობის ყველაზე დიდ საფრთხედ როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში“. მან ასევე დაგმო რუსეთის ომი უკექინაში და მისი "ტერიტორიების უკანონო ანექსია".

„მოვუწოდებთ ევროკავშირს და ნატოს წევრ ქვეყნებს გადამწყვეტად გაზარდონ უკრაინის სამხედრო დახმარება. ეს საჭიროა რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ დასაპირისპირებლად და მის ტერიტორიაზე უკრაინის სუვერენიტეტის აღსადგენად მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.- ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics