18:49 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-18 16:43:14, 1189 ნახვა

საზოგადოება
მე-4 ქვეითი ბრიგადა 18 წლისაა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადა 18 წლისაა. ვაზიანში, პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართელოს თადაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცერემონიალის დაწყებამდე, სტუმრებმა და ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით - „გენერალი კვინიტაძე", „უმწიკვლო სამსახურისთვის“, „გიორგი ანწუხელიძე", „გენერალი მაზნიაშვილი", „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „საბრძოლო იარისთვის“ დაჯილდოვდნენ.

„საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სპორტული შეჯიბრიც, სადაც გამარჯვებულ ქვედანაყოფს ბრიგადის გარდამავალი თასი, მედლები და სერტიფიკატები გადაეცა.

სამხედრო ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედროების ოჯახის წევრებისა და თბილისის 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის „ღია კარის დღეც“ მოეწყო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ბრიგადის ტექნიკა და აღჭურვილობა.

მე-4 ქვეითი ბრიგადის იუბილე ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლის - „თორდასა“ და ანსამბლ „მამულიშვილების“ კონცერტით დასრულდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics