01:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 10:55:27, 1656 ნახვა

ომი უკრაინაში
ბაიდენი - პუტინი რაციონალური მოთამაშეა, რომელმაც უკრაინაში შეჭრა ცუდად შეაფასა

აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არის "რაციონალური მოთამაშე", რომელმაც უკრაინაში შეჭრა ცუდად შეაფასა. 

როგორც ბაიდენმა CNN-ის ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, პუტინს ეგონა, რომ უკრაინელები დაემორჩილებოდნენ რუსეთის შემოჭრას და "ხელგაშლილი დახვდებოდნენ". 

„ვფიქრობ, რომ ის რაციონალური მოთამაშეა, რომელმაც საგრძნობლად არასწორად გათვალა. 

ვფიქრობ, მას ეგონა, რომ ხელგაშლილი დახვდებოდნენ, რომ კიევი იყო „დედა რუსეთის“ სახლი, სადაც მიიღებდნენ. ვფიქრობ, მან უბრალოდ არასწორად გათვალა“, - განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics