00:59 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 15:49:46, 1214 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - დღეს მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე

დღეს მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე, რომელიც კლავს ჩვენს ხალხს არა მარტო ბრძოლის ველზე, არამედ მშვიდობიან ქალაქებშიც, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე განხორციელებულ მასობრივ სარაკეტო იერიშებთან დაკავშირებით განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთი ყველა სამშვიდობო წინადადებას სარაკეტო იერიშით პასუხობს.

"მშვიდობას ამოფარებული ქვეყანა საუბრობს მის ჭეშმარიტ, სისხლიან და დანაშაულებრივ არსსა და მიზანზე, მშვიდობის ყველა წინადადებას კი, სარაკეტო დარტყმებით პასუხობს. ეს ყველაფერი უბრალოდ ამტკიცებს, რომ ჩვენი მიწის გათავისუფლება არის მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთადერთი საფუძველი ყველა უკრაინელისათვის", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს. 

ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის,  ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics