|
2022-10-10 13:22:47, 1139 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - საშინელი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა, რომლის მიზანი მოსახლეობის განადგურებაა
საშინელი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის რამდენიმე ქალაქში განხორციელებულ თავდასხმას. როგორც პრეზიდენტი "ტვიტერზე" წერს, რუსების მიზანი, როდესაც მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის, არის განადგურება და შიშის ჩანერგვა. "საშინელი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა. ეს განურჩეველი თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, რომლის მიზანი იყო განადგურება, შიშის ჩანერგვა. მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის მონდომება. მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას",- წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ დღეს 10 ოქტომბერს, დილით, უკრაინის ქალაქები დაბომბვის ქვეშ მოექცა. მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა: კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო. ამასთან აღსანიშნავია, რომ დღეს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)