03:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 12:40:43, 1789 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვა - მტერი დაისჯება იმ ტკივილისა და სიკვდილისთვის, რაც მან ჩვენს მიწაზე მოიტანა, შურს ვიძიებთ!

მტერი დაისჯება იმ ტკივილისა და სიკვდილისთვის, რაც მან მოიტანა ჩვენს მიწაზე! შურს ვიძიებთ,- ასე ეხმაურება უკრაინის თავდაცვის სამინისტრო კიევის ცენტრში განხორციელებულ თავდასხმას. 

სამინისტროს ცნობით, რუსეთის ფედერაციის ტერორისტული ქმედებები მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

„საჰაერო იერიში მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. არის მსხვერპლი ხალხში და ნგრევა. რუსეთის ფედერაციის ტერორისტული ქმედებები მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მტერი დაისჯება იმ ტკივილისა და სიკვდილისთვის, რაც მან მოიტანა ჩვენს მიწაზე! შურს ვიძიებთ”, - აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ დღეს 10 ოქტომბერს, დილით, უკრაინის ქალაქები დაბომბვის ქვეშ მოექცა.

მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა: კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო.

ამასთან აღსანიშნავია, რომ  დღეს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics