19:58 - 22 Jul, 2026
|
2022-10-08 12:21:19, 1228 ნახვა
პოლიტიკა
პესკოვი - შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც ყირიმის ხიდზე მომხდარ ფაქტს შეისწავლის
პუტინმა ყირიმის ხიდზე მომხდარი ფაქტის გამო გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა. - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც მომხდარის მიზეზებს გაარკვევს და შედეგების აღმოფხვრაზე იზრუნებს. "მომხდარის შესახებ ვლადიმერ პუტინმა მიიღო მოხსენებები პრემიერ-მინისტრისგან, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელებისგან და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებისგან და დაავალა შეიქმნას სამთავრობო კომისია მომხდარის მიზეზების გასარკვევად და შედეგების აღმოსაფხვრელად". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ყირიმის ხიდზე ძლიერი ხანძარია, საწვავის ავზი ყირიმის ხიდზე დღეს დილით აფეთქდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)