|
2022-10-07 21:47:24, 1470 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური - ლომჯარიას სახალხო დამცველს ვერ ვუწოდებთ, ის ენმ-სა და მისი ლიდერების დამცველად იქცა
სახალხო დამცველს მოეთხოვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რამ, ეს არის ობიექტურობა და მიუკერძოებლობა. - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისივე თქმით, ლომჯარიას სახალხო დამცველს ვერ დაარქმევს, რადგან ის ენმ-ს დამცველად იქცა. „სახალხო დამცველს მოეთხოვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რამ, ეს არის ობიექტურობა და მიუკერძოებლობა. ჯერ კიდევ მოქმედმა სახალხო დამცველმა ეს კრიტერიუმები ვერ ჩააბარა. სამწუხაროდ, ამ ბოლო პერიოდში, ის იქცა კონკრეტული პოლიტიკური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერების დამცველად, მას ვერ დავარქმევთ სახალხო დამცველს“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ის იცავდა და დაიცავს ყველას, თუნდაც მმართველი პოლიტიკური ძალისთვის არ იყო მისაღები და სასიამოვნო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)