19:58 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 21:01:26, 1493 ნახვა

პოლიტიკა
მიშელი - რუსეთმა ჩვენს კონტინენტს ენერგონაღმი ჩაუდო, ახლა გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ

რუსეთმა ჩვენს კონტინენტს ენერგონაღმი ჩაუდო, ახლა გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ. - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპელი ლიდერების მხრიდან არის საერთო სიმტკიცე იყვნენ  მობილიზებულნი და საერთო ამბიციაა ფასები შეამცირონ.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაძლიეროთ რუსეთის მიმართ სანქციები. ჩვენ დღეს ამ არაფორმალური შეხვედრის დროს, გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ფუნდამენტური საკითხი – ენერგოვითარება. ფაქტია, რომ რუსეთმა ჩვენს კონტინენტს ენერგონაღმი ჩაუდო, ახლა ჩვენ გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ. პირველ რიგში უნდა შევამციროთ მოთხოვნა და მოხმარება. ყველა ჩვენგანს აქვს ეს ბერკეტი. ევროპელი ლიდერების მხრიდან არის საერთო სიმტკიცე ვიყოთ მობილიზებული. ჩვენი საერთო ამბიციაა შევამციროთ ფასები“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics