19:58 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 19:47:40, 1486 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი - პრემიერს მაღალი დონის ვიზიტი ჰქონდა პრაღაში, ზოგიერთ მედიასაშუალებაში ეს კი არ არის აქტუალური, არამედ რა უთხრა მელიამ მგელიას

ღარიბაშვილს მაღალი დონის ვიზიტი ჰქონდა პრაღაში, ზოგიერთ მედიასაშუალებაში ეს კი არ არის აქტუალური, არამედ რა უთხრა მელიამ მგელიას. - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგიერთი მედიასაშუალებისთვის აქტუალურია არა სახელმწიფოს, ქართველი ხალხის სახელით პრემიერის წარმატებული ვიზიტი, არამედ რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„პრემიერის ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. რა თქმა უნდა, კვლავ ვართ მომსწრე, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფოს, ქართველების, ჩვენი ხალხის სახელით ასეთი დონის წარმატებული ვიზიტი ჩაატარა, ჩვენს ზოგიერთ მედიასაშუალებაში ეს კი არ არის აქტუალური, არამედ ის, რა უთხრა მელიამ მგელიას და პირიქით. ანუ ის, თუ რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელიც ჩამოშლის პირას არის. არადა, ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, რომ საქარველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მაღალი დონის შესანიშნავი, წარმატებული ვიზიტი. მინდა, მადლობა ვუთხრა მას და მთელ მთავრობის გუნდს, ვინც ამ ვიზიტის წარმატება უზრუნველყო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ წულუკიანი ბოლო დღეების განმავლობაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics