|
2022-10-07 19:27:09, 1537 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - უკრაინის შუამდლობლობა სააკაშვილზე ვერ იქნება აღქმული ისეთ შეთევაზებად, რომელიც ავტომატურად უნდა დაკმაყოფილდეს
უკრაინის შუამდლობლობა სააკაშვილზე ვერ იქნება აღქმული ისეთ შეთევაზებად, რომელიც ავტომატურად უნდა დაკმაყოფილდეს. - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, უწყება გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. „უკრაინის შუამდგომლობას საქართველოსადმი, რომ დაკითხვის თუ გამოკითხვის მიზნებისთვის, პატიმარი დროებით მათთვის იყოს ხელმისაწვდომი, ასეთ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ჩვენი კანონით გათვალისწინებული წესებით იხილავს. გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებლად, მისი სუვერენული უფლებების ფარგლებში ისე, რომ ეს შუამდგომლობა ვერ იქნება აღქმული ისეთ შუამდგომლობად, რომ ავტომატურად უნდა დაკმაყოფილდეს. ამიტომ სიტყვა იუსტიციის სამინისტროზეა, როგორც ერთადერთ კომპეტენტურ უწყებაზე ჩვენს სახელმწიფოში“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ კიევის ბორისპოლის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საგამოძიებო მოქმედებისთვის, უკრაინაში იქნას გადაყვანლი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)