|
2022-10-06 16:47:40, 1040 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ეკლესიის წინააღმდეგ სარჩელზე - ეს ომბუდსმენის ინსტიტუტის დისკრედიტაციას ახდენს
ეყრდნობი არაკომპეტენტური ენჯეოების ზეპირ განცხადებებს და ამის მიხედვით სარჩელი შეგაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში, შეიძლება ეს რომელიმე არაკომპეტენტურმა ენჯეომ თვითონ გააკეთოს, მაგრამ როცა ამას აკეთებს სახალხო დამცველი, ეს თვითონ ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციას ახდენს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში საპატრიარქოსა და პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, რომელიც ეხება მოვლა-პატრონობისთვის მიწის ნაკვეთების ეკლესიისთვის გადაცემას, თუმცა, აღმოჩნდა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტი სახალხო დამცველს გადამოწმებული არ ჰქონდა და სასამართლოში მტკიცებულება ვერ წარადგინა. „სამარცხვინო იყო ის, თუ როგორ „იცავდა“ საკუთარ პოზიციებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ასეთი არაკომპეტენტურობა, საქმეში ჩაუხედაობა, მოუმზადებლობა , უბრალოდ შუფერებელია იმ კონსტიტუციურ ორგანოსთან, რასაც სახალხო დამცველი ქვია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)