|
2022-10-06 15:37:43, 951 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე სააკაშვილზე - ერთ წელიწადზე მეტია მიდის სიკვდილის საფრთხეზე საუბარი, რაც ცარიელი პოლიტიკური სპეკულაციებია
ერთ წელიწადზე მეტია მიდის სიკვილის საფრთხეზე საუბარი, ხალხსაც მოაბეზრეს თავი, არის ცარიელი პოლიტიკური სპეკულაციები,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მისი თქმით, სააკაშვილთან ასევე შევიდა სახალხო დამცველიც და დიაგნოზიც ვერ გამოიტანა ციხიდან. „ერთ წელიწადზე მეტია შესრულებული მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და იქიდან მოყოლებული ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ იმაზე, რომ არის რაღაც სიკვდილის საფრთხე, ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საქმე და ა.შ. ერთი წელია მიდის ამაზე საუბარი, ხალხსაც მოაბეზრეს თავი, არავითარი საფუძველი არ აქვს, შევიდა სახალხო დამცველი და დიაგნოზიც ვერ გამოიტანა ციხიდან, არის ცარიელი პოლიტიკური სპეკულაციები”, - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვეა კლინიკა „ვივა მედშია” გადაყვანილი. ამასთან, მესამე პრეზიდენტი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამ მოინახულა. მისი თქმით, სააკაშვილი სიკვდილის პირას იმყოფება, ვერ იღებს საკვებსა და მედიკამენტებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)