23:01 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-03 14:58:46, 1533 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო გაწვევა დაიწყო

ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა „განკარგულებას“ 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ.

„განკარგულების“ თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გაწვევის ვადა ამოეწურათ, სამსახურიდან დაითხოვენ.

„2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აფხაზეთში რეზერვში არ მყოფი და სამხედრო სამსახურში გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეების სამხედრო გაწვევა განხორციელდება“,- აღნიშნულია განკარგულებაში.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების სრული განხორციელება, აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს, რაიონებისა და ქალაქ სოხუმის ადმინისტრაციებს დაევალათ.

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics