07:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-30 18:16:22, 1284 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ დიალოგი იქნება შემდეგ პრეზიდენტთან

უკრანის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის შემოთავაზებას პასუხობს და აცხადებს, რომ "უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის რუსეთთან, მაგრამ არა ვლადიმერ პუტინთან".

მისი თქმით, მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღარ იქნება. 

"უკრაინა იყო და რჩება ლიდერად მოლაპარაკებებში. ეს არის ჩვენი სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის სთავაზობდა რუსეთს თანაცხოვრებაზე თანაბარი, პატიოსანი, ღირსეული და სამართლიანი პირობებით. ცხადია, ეს შეუძლებელია ამ რუსეთის პრეზიდენტთან. არ იცის რა არის ღირსება და პატიოსნება. ამიტომ, მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ დიალოგი იქნება შემდეგ პრეზიდენტთან“,- განაცხადა ზელენსკიმ. 

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულების ხელისმოწერის ცერემონიაზე განაცხადა, რომ "უკრაინამ უნდა შეწყვიტოს ცეცლი და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics