02:09 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-30 15:40:18, 789 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტოში საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი მხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მომავლის გეგმები გააცნო. 

საექსპერტო ჯგუფის შემადგენლობაში სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო  და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ.

ირაკლი მხეიძის განცხადებით, სააგენტო ყოველთვის ღიაა მსგავსი შეხვედრებისთვის და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას პარტნიორი ორგანიზაციების რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics