|
2022-09-28 11:05:13, 935 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ვიმყოფები მუდმივ კონტაქტში უკრაინის ხელმძღვანელობასთან და მათი აზრით, ყველაფერი კარგად მიდის
მე ვიმყოფები მუდმივ კონტაქტში უკრაინის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან და მათი აზრით, ყველაფერი კარგად მიდის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. სააკაშვილის თქმით, უკრაინელები რუსულ სამხედრო მობილიზაციას მშვიდად ხვდებიან, რადგან ცოცხალი ძალის მიხედვით უპირატესობა აქვთ და ამასთან ერთად, ომში მსხვერპლის 93% არტილერიამ გამოიწვია. "სალივანის და ბლინკენის ძალიან მკაცრი გაფრთხილების, რომ ამერიკა მომენტალურად უპასუხებს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მცდელობას, შემდეგ რუსეთის პროპაგანდისტებმა და პოლიტიკოსებმა ფირფიტა გადაატრიალეს. აშკარად ბევრად ნაკლებად ისმის ბირთვული იარაღით მუქარა. როგორც იქნა უკრაინელებმა ისწავლეს ირანული დრონების ჩამოგდება, ოდესაში დღეს სამიდან სამივე გაანადგურეს, იგივე მოხდა ნიკოლაევში. ბლინკენმა ასევე პირველად განაცხადა რომ ამერიკა იხილავს 500კმ-ის რადიუსის მქონე ატაკამსის რაკეტების გადაცემას, რაც ნიშნავს რომ ისინი სულ მალე უკრაინაში აღმოჩნდება. მათ ასევე მიყვება ნასამსის მძიმე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რაც მკვეთრად გააძლიერებს ჩვენების პოზიციებს. უკრაინელები ძალიან მშვიდად ხვდებიან რუსულ მობილიზაციას, ვინაიდან ჯერ ერთი, ახლა უკრაინელებს ორი ერთზე უპირატესობა აქვთ ცოცხალ ძალაში. მეორე მიზეზი ისაა, რომ ამ ომში მსხვერპლის 93% არტილერიამ გამოიწვია და ჯარებს ახლო შეხება თითქმის არა აქვთ და რა თქმა უნდა, როგორც ზალუჟნიმ უწოდა “მოყვარული არმიის”, რომელიც ახლა შეჰყავთ მოტივაცია და მორალი ძალიან დაბალია და მათ შეიძლება გაძლიერების ნაცვლად მკვეთრად შეასუსტონ რუსული პოზიციები. მე ვიმყოფები მუდმივ კონტაქტში უკრაინის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან და მათი აზრით, ყველაფერი კარგად მიდის", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)