12:25 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-17 16:27:51, 1934 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა ქალაქ ჩუგუევზე თავდასხმის დროს 11 წლის გოგონა მოკლეს

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში ქალაქი ჩუგუევი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად 11 წლის გოგონა დაშავდა, რომელიც აავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

როგორც ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, ჩუგუევზე თავდასხმის შემდეგ კიდევ ერთი ქალი დაშავდა, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

"რუსული ტერორისგან უდანაშაულო ბავშვი დაიღუპა. სამწუხაროდ, ჩუგუევის საავადმყოფოში გადაყვანილი 11 წლის გოგონა მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ , ოკუპანტებმა ჩუგუევზე სარაკეტო იერიში დღეს, 17 სექტემბერს მიიტანეს.

წინასწარი მონაცემებით, დარტყმებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, კერძო სექტორი, საწარმო და ბენზინგასამართი სადგური დააზიანა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics