15:11 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-11 17:31:27, 1758 ნახვა

ომი უკრაინაში
ლავროვი - რუსეთი უარს არ ამბობს კიევთან მოლაპარაკებებზე, მაგრამ გაჭიანურება პროცესს ართულებს

რუსეთი უარს არ ამბობს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე, მაგრამ  კიევის მიერ პროცესის გაჭიანურება, გაართულებს მოსკოვთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია Rossiya-1-ის ეთერში განაცხადა.

ლავროვმა დასძინა, რომ მოსკოვის პოზიცია რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელობასთან და ფრაქციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ლავროვის თქმით, კიევის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინის გამარჯვების შემდეგ შეიძლება. "და მაშინ, როდესაც" რუსეთი დატოვებს უკრაინის მიწებს, "ისინი მზად იქნებიან სალაპარაკოდ, დაგვიყენონ თავიანთი პირობები".

"ჩვენ უარს არ ვამბობთ მოლაპარაკებებზე, თუმცა ვინც უარს ამბობს, უნდა მიხვდეს, რომ რაც მეტხანს გააჭიანურებენ პროცესს, მით უფრო გაჭიანურდება ჩვენი მოლაპარაკება", - თქვა ლავროვმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics