15:12 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-11 16:23:48, 1854 ნახვა

ომი უკრაინაში
ზალუჟნი - ხარკოვის ოლქში სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთამდე 50 კილომეტრია დარჩენილი

შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ფრონტზე უკრაინელი დამცველების წარმატებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხარკოვის ოლქში სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთამდე 50 კილომეტრია დარჩენილი.

ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მან ასევე აჩვენა ფოტო, სადაც ნაჩვენებია შეიარაღებული ძალების რამდენიმე ქვედანაყოფის მუშაობის შედეგები, რომლებმაც გაათავისუფლეს სოფლები ბაირაკი, ნოვა ჰუსარივკა, შჩურივკა და ვილხუვატკა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას. სექტემბრის დასაწყისიდან 3000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი უკრაინის კონტროლს დაუბრუნდა. ხარკოვის მიმართულებით დავიწყეთ წინსვლა არა მხოლოდ სამხრეთისაკენ. და აღმოსავლეთით, არამედ ჩრდილოეთითაც. სახელმწიფო საზღვარზე გასასვლელამდე 50 კმ დარჩა.“ - წერს ზალუჟნი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი, რომელიც ომის დასაწყისში რუსეთის ჯარებმა დაიკავეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics