13:30 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 22:19:26, 1470 ნახვა

მსოფლიო
პრინცი უილიამი დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე გახდა

ბებიის ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ, უელსის პრინცი უილიამი დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე გახდა. ამჟამად, დიდი ბრიტანეთის მეფის ტიტული უილიამის მამას, წარსულში პრინც ჩარლზს ერგო. პრინც ჩარლზისა და ლედი დიანას ვაჟი დაქორწინებულია ქეით მიდლტონზე და ჰყავთ სამი შვილი: პრინცი ჯორჯი პრინცი ლუი,  და პრინცესა შარლოტა. (პრინცი ჯორჯი ტახტის მაძიებელი ხდება)

ბავშვობიდან უილიამს ჰქონდა უზარმაზარი პასუხისმგებლობა. ის აღიზარდა იმ აზრზე, რომ ის იყო მომავალი მეფე და შესაბამისად უნდა მოქცეულიყო. მაგალითად, ოჯახურ შეკრებებზე, ელიზაბეტ II ხშირად იჯდა ახალგაზრდა პრინცს მახლობლად და შეეძლო ეპატიჟებინა იგი კლარენს ჰაუსში მარტო, ჰარის გარეშე.
რეიტინგების მიხედვით, სამეფო ოჯახის ყველაზე პოპულარული წევრი კვლავ ელიზაბეტ მეორეა. მაგრამ მეორე ადგილზეა კემბრიჯის ჰერცოგი, რომელმაც საკუთარ მამას გაუსწრო. თავისი საქმიანობისა და ხასიათის წყალობით უილიამმა მოახერხა ბრიტანელების გულის მოგება. და ალბათ ნათესავებისგან საუკეთესო აიღო. მაგალითად, როდესაც საუბრობდა იმაზე, თუ როგორ დაიწყო ეკოლოგიისადმი გატაცება, უილიამმა პატივი მიაგო მამას და ბაბუას, პრინც ჩარლზს და პრინც ფილიპს. სწორედ მათ აღძრეს მასში ბუნებისადმი ინტერესი.

კემბრიჯის ჰერცოგის ტიტულის გარდა, პრინცი უილიამი აგრეთვე ატარებს კერიკფერგუსის ბარონისა და სტრეტჰემის ერლის ტიტულს.

დედოფლის 70-წლიანი მმართველობა დასრულდა და მისი უფროსი ვაჟი ჩარლზი ახლა გაერთიანებული სამეფოს მეფეა.

დედოფალი ელიზაბეტ II, დიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდი ხნის მონარქი, გარდაიცვალა ბალმორალში 96 წლის ასაკში, 70 წლის მეფობის შემდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics