16:26 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 22:09:13, 1446 ნახვა

ომი უკრაინაში
რეინსალუ - 19 სექტემბრიდან რუსეთის მოქალაქეები ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და პოლონეთში შენგენის ვიზებით შესვლას ვეღარ შეძლებენ

19 სექტემბრიდან რუსეთის მოქალაქეები ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და პოლონეთში შენგენის ვიზებით მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ.   - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა.

მისივე თქმით, ესტონეთს აქვს პოლიტიკური უფლება, რომელსაც სამართლებრივ სფეროში ახორციელებს.

"ესტონეთს აქვს პოლიტიკური უფლება, რომელსაც სამართლებრივ სფეროში ვახორციელებთ. 18 სექტმებრის ღამეს, 19 სექტმებრის დადგომისას რუსეთის მოქლაქეებისთვის შენგენის გარე საზღვრის გავლით ესტონეთში შესვლის აკრძალვა ამოქმედდება, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაშია გაცემული შენგენის ვიზა. არ ჩამოხვიდეთ ესტონეთში, თქვენი ჩამოსვლა აქ არ უხარიათ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics