13:57 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-25 17:11:29, 2161 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - რუსეთის თავდასხმა ჩაპლინოს მატარებლის სადგურზე, ძალადობის ბარბაროსული ჩვენებაა

რუსეთის თავდასხმა ჩაპლინოს მატარებლის სადგურზე, ძალადობის ბარბაროსული ჩვენებაა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო აგრძელებს უკრაინელი ერის გვერდით დგომას და სიცოცხლის ტრაგიკულ დანაკარგს გლოვობს.

„შოკირებული და დამწუხრებული ვარ ჩაპლინოს მატარებლის სადგურზე რუსეთის დარყმის გამო. საშინელი თავდასხმა, ძალადობის ბარბაროსული ჩვენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს.

ვგლოვობ სიცოცხლის ტრაგიკულ დანაკარგს. საქართველო დგას უკრაინელი ერის გვერდით“,- წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა დნეპროპეტროვსკის რაიონის სოფელ ჩაპლინოში სამძებრო სამუშაოები დაასრულეს, სადაც რუსეთის არმიამ რაკეტებით რკინიგზას დაარტყა.

რუსები ჩაპლინოს რამდენჯერმე დაესხნენ თავს. დღისით მტრის რაკეტამ კერძო სახლი გაანადგურა. მოგვიანებით ოკუპანტებმა კვლავ შეუტიეს დასახლებას - ჯერ ერთი რაკეტით, შემდეგ კი კიდევ სამი.

დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, მათგან ორი ბავშვია. გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის არიან რკინიგზის მუშები.

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ დნეპროპეტროვსკის რაიონის, სოფელ ჩაპლინოში მომხდარში მონაწილეობა აღიარა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics