19:25 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-23 17:51:28, 1444 ნახვა

მსოფლიო
ლავროვის განცხადებით, რუსეთი არ შეიწყალებს დუგინის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელ პირებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ არ შეიწყალებს რუსი პოლიტიკური კომენტატორის და გამოჩენილი ულტრანაციონალისტური იდეოლოგის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელ პირებს. 

"მჯერა, რომ ეს ბარბაროსული დანაშაულია. მათ, ვინც ეს მოაწყო, არ უნდა ეპატიოთ. როგორც გავიგე, ФСБ-მ უკვე დაადგინა ფაქტები, რომელთა გამოძიებაც მიმდინარეობს. იმედი მაქვს, გამოძიება მალე დასრულდება და ამ გამოძიების შედეგად, რა თქმა უნდა, ორგანიზატორები და მკვლელობის შემკვეთები შენდობას ვერ მიიღებენ”, - თქვა ლავროვმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე სირიელ კოლეგასთან.

შეგახსენებთ, რომ ორდღიანი გამოძიების შედეგად, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) დუგინას მკვლელობაში ბრალი უკრაინის სპეცსამსახურებს დააკისრა. უკრაინა უარყო რაიმე მონაწილეობა დუგინას მკვლელობაში და FSB-ის პრეტენზიებს ფიქტიურს უწოდებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics