13:58 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-23 11:36:40, 1410 ნახვა

პოლიტიკა
გოგაშვილი - შეინარჩუნეთ ღირსება ოფიცრებო, ემსახურეთ საქართველოს და არა რაშისტულ ოცნებას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს და "მტკიცებულებების ფალსიფიკაციით" დაკავებულ ადამიანებს მიმართავს. 

როგორც გოგაშვილი სოცილურ ქსელში წერს, ეს ადამიანები არიან ორმაგი დამნაშავეები, რადგან საქმეს აყალბებენ. 

"მივმართავ იმ ადამიანებს ე.წ ,,შემსრულებლებს’’, ვინც ამჟამად დაკავებულია მტკიცებულებების ფალსიფიკაციით , კამერების ჩანაწერების წაშლით,  შეცვლით, გაყალბებით - ეს ხელისუფლება მუდმივად ვერ იქნება და თითოეული თქვენგანი უმკაცრესად აგებს  პასუხს კანონის წინაშე. თქვენ ხართ ორმაგი დამნაშავეები, ერთი რომ აყალბებთ საქმეს და მეორე, ემსახურებით ოკუპანტებს. შეინარჩუნეთ ღირსება ოფიცრებო, ემსახურეთ საქართველოს და არა რაშისტულ ოცნებას, რომელიც ქვეყანას ანადგურებს",- წერს გოგაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება.

15 ივლისს, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics