13:58 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-21 16:58:04, 1519 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - გიორგი კალანდარიშვილის არწარმოდგენა ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის წახალისებაა

მოქმედი თავმჯდომარის არწარმოდგენა ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის წახალისებაა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მოქმედი ხელმძღვანელის, გიორგი კალანდარიშვილის არწარდგენით „მიკერძოებული" გადაწყვეტილება მიიღო.

„მოქმედი თავმჯდომარე, ისე, რომ ამის დასაბუთება საგნობრივი არ მომხდარა, არ იქნა წარმოდგენილი. დასაბუთება იყო პოლიტიკური, რომ თითქოს იქიდან გამომდინარე, რომ კვალიფიციური უმრავლესობა ვერ მოიპოვა ორჯერ, ნაკლები შანსი შეიძლებოდა ჰქონოდა. ეს ჩემი აზრით არის ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის წახალისება. ამ გადაწყვეტილებით რადიკალური ოპოზიციის წახალისება არ არის სწორი და მეორე - ამ გადაწყვეტილებით, მოქმედი თავმჯდომარის არწარმოდგენის, რომლის კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმის და მათ შორის მიუკერძოებლობის მიმართაც ვერავინ ვერ თქვა არგუმენტი", - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 5 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წარუდგინა „ცესკოს“ თავჯდომარეობის კანდიდადატები, სადაც ვერ მოხვდა მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics