13:58 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-19 21:41:08, 1067 ნახვა

პოლიტიკა
გიული ალასანია - დღეს MRT გაუკეთდა განმეორებით, დაახლოებით იგივე მდგომარეობა იყო, ოდნავ არის რაღაც უბნებზე გაუარესება

დღეს MRT გაუკეთდა განმეორებით. დაახლოებით იგივე მდგომარეობა იყო, ოდნავ არის გაუარესება რაღაც უბნებზე. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის ჩართულობა უსათუოდ უნდა მოხდეს, უკვე ფაქტობრივად ჩართულები არიან.

"დღეს MRT გაუკეთდა განმეორებით. დაახლოებით იგივე მდგომარეობა იყო, ოდნავ არის გაუარესება რაღაც უბნებზე. სურვილია, რომ შეუჩერდეს ეს რაღაც იურიდიული მხარე, გადაიდოს და პირველ რიგში, მიეხედოს მის ჯანმრთელობას. ამერიკის ჩართულობა უსათუოდ უნდა მოხდეს, უკვე ფაქტობრივად ჩართულები არიან. მე უკვე მქონდა სატელეფონო კავშირი ერთ ფსიქიატრ-ნევროლოგთან. მიიღო უკვე ლიცენზია და ველოდებით სხვებისთვისაც ლიცენზიებს, რომ პროცესში ჩაერთონ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics