13:42 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-14 17:40:20, 2213 ნახვა

სამართალი
შსს - დედის მკვლელობის ბრალდებით 17 წლის შვილი და მისი თანამზრახველი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა დედის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 17 წლის ნ.ხ. დააკავეს. გამოძიების ცნობით, დაკავებულია არასრულწლოვნის 19 წლის რ.ნ.-ც, რომელიც მას მკვლელობაში ეხმარებოდა. 

შსს-ს ცნობით, 14 აგვისტოს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ნ.ხ.-მ 1988 წელს დაბადებულ დედას, ინიციალებით ჟ.ხ. საკუთარ სახლში დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 

"გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მას მეგობარი ეხმარებოდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ჟ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ნ.ხ. და რ.ნ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს". – წერია განცხადებაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის ი ქვეპუნქტით და 109 მუხლის ი ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics