16:38 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-13 12:31:17, 1607 ნახვა

პოლიტიკა
ნარკოდანაშაულისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს

ნარკოდანაშაულისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს. - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე თქმით, ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და უკანონო გასაღების მცდელობაში, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გამოავლინეს ერთ-ერთ ინტერნეტაპლიკაციაში მოქმედი ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი და აღნიშნული ჯგუფის კურიერი - საქართველოში დროებით მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ბ.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 14 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის "კოკაინი" და ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინი". საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, დაკავებულის მიერ მითითებული ლოკაციიდან ასევე ამოღებულია შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.
პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: 385 გრამი ნარკოტიკული საშუალება "კოკაინის" შემცველი ფხვნილი, 443 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინის" შემცველი ფხვნილი, 3 კილო და 152 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მდმა"-ს და ნარკოტიკული საშუალება "4-CMC"-ს შემცველი ფხვნილი, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მდმა"-ს შემცველი აბები - ე.წ. ექსტაზი, საერთო წონით 876 გრამი. აგრეთვე, ამოღებულია ელექტროსასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები". - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics