19:10 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-07 15:45:35, 2468 ნახვა

პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო 2008 წლის ომზე - მაშინ მსოფლიოს უნდა შეეჩერებინა პუტინი, გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ

მაშინ მსოფლიოს უნდა შეეჩერებინა პუტინი, გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ, - ასე ეხმიანება ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წლის გასვლას. 

ლიეტუვა ასევე აღნიშნავს, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 

"ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 14 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. აგრესიამ გვაჩვენა განახლებული და მუდმივად მზარდი რუსული რევანშიზმი. მაშინ მსოფლიოს უნდა შეეჩერებინა პუტინი. გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ. რუსეთი ახლა უკრაინაში უნდა შევაჩეროთ. საკმარისია", - წერია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას წარმოადგენს, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics