19:23 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-05 16:06:26, 894 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - სახალხო დამცველი ამართლებს ქსენოფობიურ კამპანიას და ამით პრაქტიკულად ერთვება მასში

სამწუხარო ის არის, რომ ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის სახალხო დამცველი ამართლებს ამ ქსენოფობიურ კამპანიას და ამით პრაქტიკულად ერთვება მასში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდიანარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველი ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში და რუსი ტურისტების მიმართ სიყვარულს ან სიყვარულის დადასტურებას მისგან არავინ ითხოვს.

„მე მგონია 2022 წელს ამ თემაზე აღარ უნდა გველაპარაკა, ეროვნული ნიშნით, ეთნიკური ნიშნით, ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი და მოქალაქეც არ უნდა იყოს, თუნდაც ეს იყოს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის აბსოლუტური სიბნელე, ქსენოფობია, და იმგვარი დამოკიდებულება, რაც თანამედროვე სამყაროში, ცივილიზებულ სამყაროში არავის არ უნდა გააჩნდეს, მაგრამ გააჩნიათ ერთადერთი მიზნის გამო, ეს არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესი, ერთი, ნაცმოძრაობის, მეორე, ომში ჩართვის სურვილი და გაღვივება ამ კამპანიით ისეთი განწყობების, რომელიც შემდეგ რაღაც უბედურებამდე მიგვიყვანს და მესამე, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის სახალხო დამცველი ამართლებს ამ ქსენოფობიურ კამპანიას და ამით პრაქტიკულად ერთვება მასში. სახალხო დამცველი ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში წარმოიდგინეთ, საიდან მოიტანა ეს სიტყვა სიყვარული ვერ გავიგე, ნამდვილად, სპეკულაციისთვის სჭირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ აქედან მოვიდა. ვინ სთხოვა სიყვარული ან სიყვარულის დადასტურება ვინ სთხოვა, რა სიგიჟეა საერთოდ",- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ „ოცნებას" არ უნდა უკვორდეს რუსების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ქონა ქვეყანაში, სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია, ათასობით ადამიანი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად დაიღუპა და როდესაც დღეს რუსეთი არის აგრესორი ქვეყანაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics