|
2022-08-05 14:49:52, 1195 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა ქვეყნიდან 14 ბულგარელი დიპლომატი გააძევა
მოსკოვმა 14 ბულგარელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ ბულგარეთის მიერ 70 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას მოჰყვა. ამასთან, ბულგარეთმა რუსი დიპლომატები ქვეყნიდან აგენტობის გამო გააძევა და რუსეთს დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე ზღვარი დააწესა. შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომლის გაძევების შესახებ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, გაძევებულ რუსებს დიპლომატიური პასპორტები ჰქონდათ, მაგრამ ისინი ეწეოდნენ "შეუფერებელ საქმიანობას", რომელიც ბულგარეთის უსაფრთხოების სამსახურებმა გამოააშკარავეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)