20:21 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-02 15:34:55, 861 ნახვა

პოლიტიკა
ჯონ ტეფტი - ეს არ არის თავდასხმები მხოლოდ ელჩზე, ეს ამერიკის პოლიტიკაზე თავდასხმას უკავშირდება

ეს არ არის თავდასხმები მხოლოდ ელჩზე, ეს ამერიკის პოლიტიკაზე თავდასხმას უკავშირდება, - ასე ეხმაურება საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი საქართველოში წარმოებულ ანტიდასავლურ რიტორიკას კელი დეგნანის წინააღდმეგ. 

როგორც  ტეფტმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას განაცხადა, ელჩზე თავდასხმებმა ფართო პოლიტიკის შეცვლას არ გამოიწვევს და ამგვარი ქმედება "საერთოდ არ არის პოლიტიკურად წინდახედული მოქმედება". 

"სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან დამაბნეველია ჩემთვის და საქართველოს სხვა მეგობრებისთვის, რომლებიც მთავრობის გარეთ არიან. მაგრამ თუ ვიმსჯელებთ იმ განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც ნედ პრაისმა გასულ კვირას, ელჩ დეგნანის დასაცავად გააკეთა, ვფიქრობ, მთავრობის შიგნითაც იგივე ხდება. ხალხს უბრალოდ არ ესმის, კრიტიკოსები ამას რატომ აკეთებენ. კელი დეგნანი არის ამ ადმინისტრაციის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელი. მე ვიცი, რომ ის არის ძალიან ფრთხილი და პროფესიონალი დიპლომატი. ის წარმოადგენს შეერთებული შტატების ინტერესებს და ღიად საუბრობს ამ ინტერესებზე. არ ვიცი, რატომ შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ რატომღაც არის განსხვავება ადმინისტრაციასა და კელის შორის. მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორია, რადგან ვფიქრობ, რომ კელი უკიდურესად ფრთხილი დიპლომატია და თბილისში მოღვაწეობის დროს ბოლო წლებში მასთან ჩემი ყველა ურთიერთობა იმაზე მეტყველებს, რომ ის ამ ადმინისტრაციის პოლიტიკის ძალიან კარგი ელჩია",- ამბობს  ჯონ ტეფტი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics