10:32 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-30 13:36:55, 1589 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამო რუსეთი პასუხს აგებს, გეოგრაფია და საზღვარი ვერ შეგვაჩერებს

უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამო მტერი პასუხს აგებს. თუ რომელიმე მკვლელი ფიქრობს, რომ სადმე დაიმალებიან და პასუხს არ აგებენ, ცდებიან. ვერც გეოგრაფია, ვერც დრო და ვერც საზღვარი ვერ შეგვაჩერებს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მომხდარის გამო რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ ქვეყანად უნდა გამოცხადდეს.

„უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამო მტერი პასუხს აგებს. თუ რომელიმე მკვლელი ფიქრობს, რომ სადმე დაიმალებიან და პასუხს არ აგებენ, ცდებიან. ვერც გეოგრაფია, ვერც დრო და ვერც საზღვარი ვერ შეგვაჩერებს. ელენოვკაში მომხდარი რუსების მიერ ჩადენილი, მორიგი მიზანმიმართული სამხედრო დანაშაულია. ჩვენი 50-ზე მეტი მეომარი დაიღუპა. როცა ეს ბიჭები ტყვედ ჩავარდნენ, წითელი ჯვარი და გაერო მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გარანტორებად დადგნენ. მომხდარის გამო რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ ქვეყანად უნდა გამოცხადდეს, ეს ტერორიზმის უმაღლესი დონეა. ჩვენმა დიპლომატებმა პარტნიორებს ყველა დეტალი გააცნეს, რუსეთი ვერავის ვერ მოატყუებს, ისინი პასუხს აგებენ", განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics