20:22 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-29 12:55:20, 878 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ მწვანე პროექტებში ინვესტირებას განაგრძობს

„საქართველოს რკინიგზა“ მწვანე ობლიგაციების ფარგლებში არსებული ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიამ მწვანე პროექტებზე გადანაწილებული თანხებისა და გარემოზე ზემოქმედების ანგარიში გამოაქვეყნა.

„დოკუმენტის თანახმად, ბოლო 4 წლის განმავლობაში „საქართველოს რკინიგზის“ მიერ მწვანე პროექტებზე დახარჯულმა თანხამ 337.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მწვანე ობლიგაციის ჯამური მოცულობის 68%-ს შეადგენს. გარემოზე ზემოქმედების კუთხით კი კომპანიამ, როგორც ყველაზე სუფთა სატრანსპორტო საშუალების ოპერატორმა, ბოლო 4 წლის განმავლობაში 500,000 ტონა ნახშირორჟანგი (CO2) დაზოგა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიში დაამოწმა Sustainalytics-მა, რომელიც წარმოადგენს, გარემოს დაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებზე მომუშავე წამყვან საერთაშორისო კომპანიას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დეტალები შეგიძლიათ იხილოთ რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://www.railway.ge/evroobligaciebi/





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics