09:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-28 13:18:38, 1533 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით საქველმოქმედო ფონდ „იალქანს“ ბავშვების დღის ცენტრის მშენებლობისთვის ქობულეთში მიწის ფართი გადაეცა

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით საქველმოქმედო ფონდ „იალქანს" ბავშვების დღის ცენტრის მშენებლობისთვის ქობულეთში მიწის ფართი გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით საქველმოქმედო ფონდ „იალქანს" მიუსაფარი ბავშვების დღის ცენტრის მშენებლობის განხორციელების მიზნით, ქობულეთში 1500 კვ მიწის ფართი გადასცა. ახალი ცენტრი დამატებით 30 ბავშვზე იქნება გათვლილი და 24 საათის განმავლობაში მოემსახურება შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციარებს.

„როგორც იცით, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოქალაქეებზე, ჩვენს მცხოვრებლებზე ზრუნვას და განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტს სწორედ ბავშვები წარმოადგენენ. ჩვენ ორი წლის წინ ფონდ „იალქანს" გადავეცით ფართი, რომლის საფუძველზეც მოეწყო დღის ცენტრი, რომლითაც 80-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით, ქობულეთში ფონდს გამოვუყოთ მიწის ნაკვეთი, სადაც მოეწყობა ახალი 24 საათიანი ცენტრი და მოემსახურება 30-ზე მეტ ბავშვს" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics