21:31 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-21 22:25:56, 1127 ნახვა

საზოგადოება
ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებით, ბიჭვინთაში 186 ჰა მიწის ნაკვეთი რუსეთის მფლობელობაში გადადის

ბიჭვინთის ცნობილი “სახელმწიფო“ აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰა მიწის ნაკვეთი აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას "აფხაზური ამბები" ავრცელებენ. 

აფხაზურ საზოგადოებაში აღნიშნულმა ფაქტმა დიდი პროტესტი გამოიწვია და ისინი ასლან ბჟანიასგან ამ შეთანხმების გაუქმებას ითხოვენ. ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოებამ შეაგროვა ხელმოწერები და მოწვეულ იქნა საბჭო. პროტესტი დილიდან საღამომდე გრძელდებოდა და აქციის მონაწილეები დაიშალნენ იმ შეთანხმებით, რომ შეიკრიბებიან მრგვალი მაგიდის ფორმატით. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აფხაზური მედია ცდილობს დღევანდელი პროტესტის სხვა მოვლენებით გადაფარვას. პარალელურ რეჟიმში რუსული პროპაგანდა ცდილობს რუსეთისგან მიღებულ ბენეფიტებს გაუსვას ხაზი. მაგალითად, მთელი დღის განმავლობაში მედია სივრცეში ტრიალებს ინფორმაცია რუსეთის მიერ დაფინანსებული საპენსიო ფონდის შესახებ. აფხაზურ მოსახლეობას არ სურს ტერიტორიების დათმობა მატერიალური ბენეფიტების გამო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics