12:59 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-22 15:47:38, 1445 ნახვა

ომი უკრაინაში
პენტაგონი - რუსმა სამხედროებმა ვერცერთი ამერიკული HIMARS სისტემა ვერ გაანადგურეს

ამერიკის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის, გენერალ მარკ მილის თქმით, რუსეთმა ჯერჯერობით ვერ გაანადგურა ვერცერთი Himars სარაკეტო გამშვები სისტემა, რომელიც აშშ-მ გაუგზავნა უკრაინას, მიმდინარე ომში დახმარების მიზნით.

მილიმ, რომელიც  თავდაცვის მდივანთან ლოიდ ჯ. ოსტინ III-თან პრესკონფერენციაზე ისაუბრა, თქვა, რომ უკრაინის არმია ამერიკულ სისტემას ეფექტურად იყენებს.

„დღემდე ეს სისტემები რუსებს არ გაუუნადგურებიათ და ყოველ ჯერზე, როცა მსგავს რამეს ვამბობ, შეშაზე ვაკაკუნებ უკრაინელები ძალიან ეფექტურები არიან მათ გამოყენებაში, მიზნების წინააღმდეგ ზუსტად ისვრიან," - განუცხადა მილიმ ჟურნალისტებს. 

თავდაცვის დეპარტამენტმა  განაცხადა, რომ HIMARS სისტემები „მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ იმაზე, რაც ხდება, ფრონტის ხაზზე“ უკრაინაში.ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დროს გამოაცხადა, რომ აშშ უკრაინაში გაგზავნის დამატებით ოთხ M142 HIMARS- ს, ჯამში რაოდენობა 16-ს მიაღწევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics