02:24 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-12 12:40:39, 727 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქსოციალური მომსახურების პირველი ცენტრი დაათვალიერა

ჯანდაცვის მინისტრმა ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების პირველი, ახალგახსნილი ცენტრი დაათვალიერა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მთავარი მიზანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რე-ტრავმებისაგან დაცვა, საგამოძიებო მოქმედებების და სარეაბილიტაციო პროგრამების ერთ სივრცეში თავმოყრაა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ცენტრში ბენეფიციარები სათანადო შეფასებას გადიან და შესაბამისი მკურნალობითა და მხარდაჭერით სარგებლობენ. ამავე სივრცეში მიმდინარეობს საგამოძიებო - სარეაბილიტაციო პროცესები, რათა ბავშვები და მოზარდები სხვადასხვა უწყებაში განმეორებით გასაუბრებებს აარიდონ. მინიმუმამდეა დაყვანილი თავად გასაუბრების სიხშირეც, რომლებსაც სპეციალურად ცენტრის მუშაობის სპეციფიკისთვის გადამზადებული პროფესიონალები ატარებენ.

„ცენტრის დათვალიერების შემდეგ, მოწვეული სტუმრებისთვის კონფერენცია და პანელ-დისკუსიები გაიმართა, რომელშიც პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ესტონეთის მთავრობის მჭიდრო პარტნიორობით გაიხსნა. მის შესაქმნელად სკანდინავიური მოდელი გამოიყენეს, რომელიც სხვა ქვეყანებში და მათ შორის ესტონეთში, წარმატებით ხორციელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics