18:36 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-09 14:13:10, 1685 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა ამერიკელი ხალხისა და პრეზიდენტის მადლიერია ჩვენი მხარდაჭერისთვის

რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ეფექტური მხარდაჭერის გაგრძელების გამო აშშ-ს პრეზიდენტის მადლიერი ვარ. - განაცხადა უკრიანის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მეტი Himars-ები და 155მმ-იანი ჭურვები ჩვენთვის პრიორიტეტული საჭიროებაა. 

"რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ეფექტური მხარდაჭერის გაგრძელების გამო აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის გულწრფელად მადლიერი ვარ. 

მეტი Himars-ები და 155მმ-იანი ჭურვები ჩვენთვის პრიორიტეტული საჭიროებაა. ეს არის ის, რაც მტერზე ზეწოლაში გვეხმარება. ჩვენ ვაფასებთ აშშ-ს მხარდაჭერას! ერთად გავიმარჯვოთ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics