19:55 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-01 12:40:04, 1456 ნახვა

ომი უკრაინაში
მარიუპოლში აღმოაჩინეს კიდევ ერთი მასობრივი საფლავი, რომელშიც 100-ზე მეტი ცხედარია

მარიუპოლში აღმოაჩინეს კიდევ ერთი მასობრივი საფლავი, რომელშიც ასზე მეტი ცხედარია. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, ქუჩის დროებითი საფლავები, თანდათან, მუდმივ საფლავებად იქცევა.

"ნანგრევების ქვეშ ახალი მასობრივი საფლავი მარცხენა სანაპიროზე. კიევის ქუჩა, 53. ისევ 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარი. ოკუპანტები ნანგრევებს ასუფთავებენ იქვე, ისევ დაკრძალვაზე არ არის საუბარი. ქუჩის დროებითი საფლავები თანდათან მუდმივ საფლავებად იქცევა“, - თქვა ანდრიუშჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ რუსული ჯარები უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრნენ. სარაკეტო დარტყმები დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics