|
2022-06-27 12:29:35, 784 ნახვა
პოლიტიკა
დავითაშვილი - ბათუმის ნავსადგურში გემი სანქცირებული ტვირთით შემოვიდა, საბაჟოს მიღებაზე თანხმობა არ გაუცია
საბაჟოს თანხმობის გარეშე პორტს რაც უნდა სურვილი ჰქონდეს, პორტიც კერძო სუბიექტია კერძო სუბიექტების სურვილების მიუხედავად, ეს ტვირთი, რა თქმა უნდა ვერ მოხვდება საქართველოში და საბაჟო სივრცეში.- ასე ეხმაურება ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიის საქონლით დატვირთული გემის შესვლის შესახებ. მისივე თქმით, საქართველოში არცერთი ფაქტი სანქციების ან გვერდის ავლის, ან სანქციების დარღვევის არ ყოფილა "ამაზე იყო ძალიან ბევრი სპეკულაცია და, სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება ეხებოდეს დღეს სანქციებს, ხდება ხოლმე არასწორი ინტერპრეტირების საგანი. კერძოდ, ის, რომ დღეს ბათუმის ნავსადგურში არსებული გემი შემოვიდა სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით, კონტრაქტით და შესაბამისად მისგან მიღებული ტვირთით, ეს ფაქტია. ჩვენ დოკუმენტები შევისწავლეთ, შესაბამისად, საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მათ გააჩნიათ. საქართველოში არცერთი ფაქტი სანქციების ან გვერდის ავლის, ან სანქციების დარღვევის არ ყოფილა, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება.სურვილი ერთია, რომ ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს საქართველოში ასეთი პროდუქტების შემოტანის, მათი მოტივაცია თქვენ შეგიძლიათ გაარკვიოთ, ჰკითხოთ ტვირთის მფლობელს. საქართველოს სახელმწიფო უწყებები მოქმედებენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით და დღეს საბაჟო ორგანოებს არ გაუციათ არანაირი თანხმობა ასეთი ტვირთის მიღებაზე. შესაბამისად,საბაჟოს თანხმობის გარეშე პორტს რაც უნდა სურვილი ჰქონდეს, პორტიც კერძო სუბიექტია კერძო სუბიექტების სურვილების მიუხედავად, ეს ტვირთი, რა თქმა უნდა ეს, ვერ მოხვდება საქართველოში და საქართველოს საბაჟო სივრცეში". – განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიის საქონლით დატვირთული გემი შევიდა.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)